ბოლნისში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ბოლნისის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური სამოსით კოსტუმირებული პერფორმანსი გაიმართა.

მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემატიკასთან დაკავშირებით სკვერში ფილები ფერადი ცარცით მოხატეს. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები, ასევე შშმ პირები.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება, მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები