თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოთხი დეპუტატის ადგილმონაცვლეობის შესახებ იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს ოთხი დეპუტატის ადგილმონაცვლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მეექვსე მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპორციული სიის მე-10 ნომერს გიორგი ალიბეგაშვილს, რომელიც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, ლევან ჟორჟოლიანი შეცვლის.

ასევე ცნობილია, რომ საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ ახლადარჩეულ საკრებულოს წევრებს “ევროპული საქართველოდან“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’’ დავით ავალიანს, დავით დარჩიაშვილს და ნიკანორ მელიას, რომლებსაც მათივე თანაგუნდელები – ელენე ოზაშვილი, დავით ჟღენტი და მარინა დათუკიშვილი ჩაანაცვლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები