ქანთარია რატიანს: გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ, ნაპოლეონი

„გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ, ნაპოლეონი”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ნუკრი ქანთარია კოლეგა სერგო რატიანის განცხადებას  საპარლამენტო უმცირესობიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გოგა ონიანი პოლიტპატიმარია.

ქანთარიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრს, სერგო რატიანს მიმართა და აღნიშნა, რომ ონიანი პოლიტპატიმარი არ არის.

„გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ, _ ნაპოლეონი. მიკვირდა, ისე ჩაივლის დღევანდელი განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ მეთქი და როგორც იქნა, მაინც ახსენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის ცის კამარაზე. რამდენიც არ უნდა იძახოთ ამ კაცის სახელი, მისი არც ჭკუა მოგემატებათ, არც შესაძლებლობები. ასე რომ, დაუკვირდით ამასაც“, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები