კახა კალაძე: ჩემთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად შევამციროთ სიღარიბე თბილისში

ჩემთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად შევამციროთ სიღარიბე თბილისში,-აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით, მისი გუნდი ამ მიმართლებით აქტიურად მუშაობს. როგორც კალაძემ განმარტა, სოციალურად დაუცელთა შესამცირებლად მეტი სამუშაო ადგილების შექმნაა საჭირო.
„ჩვენი ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 38 პროცენტი მიდის სოციალურ დახმარებებზე, მაგრამ მთავარი ამოცანა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ის კი არ არის,რაც შეიძლება მეტ სოციალურად დაუცველს დავეხმაროთ, ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა და მიმართლება არის რაც შეიძლება მეტად შევამციროთ სიღარიბე თბილისში. შესაბამისად ამისთვის საჭიროა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. თბილისის მერია პირდაპირ ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენ ბიზნესს უნდა შევუწყოთ ხელი, უნდა დავეხმაროთ. უნდა გახდეს თბილისის მერია მოქნილი, რომ შესაძლებელი გახდეს ბიზნესმა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ ამ მიმართლებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. მთავარი არის ის, რომ მეტი დასაქმებული ადამიანი გვყავდეს და შევამციროთ სოციალურად დაუცველი ადამინების რაოდენობა,-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები