კალაძე მერიაში აუდიტის შესვლაზე: გაივლოს ხაზი რა იყო და რის შემდეგ ვიღებ პასუხისმგებლობას

თბილისის მერი კახა კალაძე მერიაში აუდიტის სამსახურის შესვლის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ამ პროცესით უნდა გაევლოს ხაზი, რა იყო და რის შემდეგ იღებს პასუხიმგებლობას.

მისივე განმარტებით, ეს ნორმალური პროცესია და არაფერი განსაკუთრებული არ არის.

„ეს ნორმალური პროცესია. ზოგადად აუდიტის სამსახურის ვალდებულებაა სახელმწიფო სამსახურში შესვლა და გაკონტროლება. ეს ყოველწლიურად ხდება. მე როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე მაშინაც იქნა ეს გადაწყეტილება მიღებული. ვნახოთ რა ხდება. შეიძლება იყო რაიმე შეცდომები. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი. პირველი რაშიც მინდა გავერკვე არსებულ სიტუაციაში აღნიშნულ სტრუქტურაში, რომ გაივლოს ხაზი რა იყო და რის შემდეგ ვიღებ პასუხისმგებლობას. ამიტომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის,-აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები