ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„კანდიდატებს, ბუნებრივია, დღეს ვერ დავასახელებ. კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ერთიან პოზიციაზე და ამის შემდეგ დასახელდება კანდიდატიც. მოგეხსენებათ, მოქმედ სახალხო დამცველს ვადა შვიდ დეკემბერს ეწურება და სწორედ ამ ვადებით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები