თურქეთში, ანტალიაში ღამით დამანგრეველი ქარბორბალა მძვინვარებდა. შედეგად დაშავდა 25 ადგილობრივი, ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას და სასათბურე მეურნეობებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სხვა ქვეყნების მოქალაქეები ან ტურისტები არ არიან.