ატომური ელექტროსადგურის შექმნის მიზნით, თურქეთის პრეზიდენტი პუტინს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა, ვლადიმერ პუტინი თურქეთის ატომური ელექტროსადგურის შექმნის მიზნით მიიწვია.
სოჭში გამართულ შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მთლიანად აღდგენილია.
პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მედიისთვის განკუთვნილი დრო, რამდენჯერმე გადაიდო. ტექნიკური პრობლემის გამო, საჭირო გახდა, რუსეთის ლიდერის საუბარი თარჯიმანს მიკროფონში ეთარგმნა.
ორივე ლიდერმა, სირიის პრობლემებზე დეტალურად ისაუბრა. მოსკოვმა და ანკარამ, თეირანთან ერთდ, გადაწყვიტეს, არაბულ რესპუბლიკაში შეექმნათ 4 ზონის დეესკალაცია, ე.წ „ასტანის პროცესი“. პრეზიდენტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს და გადაწყვიტეს, სამოქალაქო პირებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ.
მოხარული ვარ, რომ „ასტანის პროცესი“ თურქეთთან და ირანთან ურთიერთობას ხელს შეუწყობს. ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატების ფონზე, ჩვენ ორივე, მხარს დავუჭერთ პრეზიდენტს, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად ძალისხმევა გაზარდოს და პოლიტიკური პროცესები წინ წავიდეს“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
“თურქეთი ნატო-ს წევრია, მაგრამ ჩვენ ასევე დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საჰაერო სივრცე, ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ეს კომპლექსი და, შესაბამისად, რუსეთთან გარიგება დაიდო, დანარჩენმა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ამ შეთანხმებას “, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ.
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს ეკონომიკური მდგომარეობა და მისი სავარაუდო განვითარება. ანკარა ორმხრივი ვაჭრობისთვის და ეკონომიკური ურთიერთობისთვის მზადაა. რუსეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ სავაჭრო ურთიერთობის წლიური ბრუნვა 100 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები