ჯეიმს მატისი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს მონდომებას, გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას, გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 2.2 %-ით, რაც კარგად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს“, – განაცხადა ჯეიმს მატისმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლიერება გამოხატა ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის. მისი განცხადებით, ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, აშშ-ის მხარდამხარ მისიაში მონაწილეობა გააგრძელოს.
ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში გაკეთებული განცხადება – „ამერიკა საქართველოს გვერდით დგას“.
„ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა,“ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები