ირანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა-არის მსხვერპლი

0

დასავლეთ ირანში მომხდარი კიდევ ერთი მოულოდნელი მიწისძვრის გამო, ათასობით დაზარალებულმა ღამე ქუჩაში და კუსტარულ ბანაკებში გაათენა.
ირანის ხელისუფლება კერმანშაჰის პროვინციის მოსახლეობას, რომელთა სახლებიც სრულიად განადგურდა, სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა.
14 ნოემბერი ირანში სახელმწიფო გლოვის დღედ გამოცხადდა. პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონს ესტუმრება.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში 413 ადამიანი დაიღუპა.
ერაყის საზღვართნ ახლოს, მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, განმეორებული სტიქიის შედეგად, 9 მოქალაქე დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.
„ეს ძალიან ცივი ღამეა, ჩვენ დახმარება გვჭირდება, ჩვენ ყველაფერი გვჭირდება, ხელისუფლებამ დახმარება უნდა დააჩქაროს“ _ განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.


კომენტარები

კომენტარი