ირანსა და ერაყში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია

ირანსა და ერაყში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულების რიცხვი 7000-ს აჭარბებს. ეს მიწისძვრა წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გახდა.
ამის შესახებ BBC-ი წერს.
სტიქიამ ყველაზე ბევრი ადამიანი ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სარპოლ-ე-ზაჰაბში იმსხვერპლა.
ერაყისა და ირანის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა წუხელ მოხდა. ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრის მოშორებით 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები