ვენაში, პოლიციამ სიძეს საკუთარ ქორწილში იარაღი ჩამოართვა

ქალაქ ვენისკენ მიმავალ მაგისტრალზე 22 წლის ჩეჩენმა ახალგაზრდამ, იარაღის სროლა დაიწყო, თვითმხილველებმა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას მალევე აცნობეს.
სამართალდამცავებმა მაგისტრალი გადაკეტეს და ქორწილში მონაწილე ყველა ადამიანი გაჩხრიკეს, თუმცა პნევმატური იარაღი მხოლოდ სიძეს აღმოაჩნდა.
„მე ბედნიერი ვარ, რადგან დღეს ჩემი ქორწილია“, განაცხადა ჩეჩენმა ახალგაზრდამ.
პოლიციამ სიძეს იარაღი ჩამოართვა და ტარების უფლება აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები