ამერიკაში, კონცერტზე ორი ადამიანი ჩაცხრილეს

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში, რეპერ ქუზენ სთიზის კონცერტზე, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.
დაღუპულია ორი ადამიანი, დაჭრილი კი, ასევე _ ორი. თვითმხილველების თქმით, კონცერტზე პანიკა დაიწყო. ბოროტმოქმედმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო.
რეპერმა, რომლის კონცერტზეც ტრაგიკული ინციდენტი მოხდა, განაცხადა, რომ შოკირებულია უაზრო სისასტიკით და მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები