სოროსი და როკფელერი საგადასახადო რეფორმას ეწინააღმდეგებიან

400-ზე მეტმა ამერიკელმა მილიონერმა და მილიარდელმა, აშშ-ის კონგრესს ღია წერილი გაუგზავნა და მოითხოვა, ქონებაზე დაწესებული გადასახადები არ შემცირებულიყო.
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული საგადასახადო რეფორმის გეგმა ითვალისწინებს ბიზნესისთვის კორპორატიული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირებას 35-დან 20 %-მდე. 1 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის საშემოსავლო გადასახადი 39,6-დან 38,5%-მდე დაწესდება.
რესპუბლიკური პარტია შეცდომას უშვებს, საგადასახადო რეფორმა საზოგადოების უთანასწორობას გამოიწვევს, ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც სოროსმა და როკფელერმა ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები