“როგორც სამარშრუტო ტაქსებზე, ისე ნებისმიერ სხვა პროექტთან დაკავშირებით, დაგეგმილი გვაქვს ხელშეკრულებების გადახედვა”

ქალაქში არსებობს რამდენიმე სახის პრობლემა, რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს წარდგენის შემდეგ განუცხადა.
„კონკრეტულად ერთი სამუშაოს დასახელება გამიჭირდება. ჩემი ძირითადი მიმართულება მთავრობის დამტკიცების შემდეგ იქნება გადაწყვეტილი, თუმცა, წეღანაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ მთავარი არის ამ გუნდთან ერთად მოღვაწეობის გაგრძელება, ეს არის ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა. თითოეული ჩვენი ქმედება იქნება ქალაქ თბილისის მოსახლეობაზე გათვლილი.
ქალაქში არსებობს რამდენიმე სახის პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს მოგვარებას. მათ შორის არის საცობები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დაგეგმილია და აუცილებლად დავიწყებთ განხორციელებას. ასევე, გზები, სკვერები და ა.შ.“, – განაცხადა ბენდელიანმა.
რაც შეეხება კონკრეტულად სამარშრუტო ტაქსებს და მათთან დაკავშირებულ ტენდერებს, როგორც ბედნელიანმა აღნიშნა, იგეგმება ხელშეკრულებების გადახედვა.
„როგორც სამარშრუტო ტაქსებზე, ასევე, ნებისმიერ სხვა პროექტთან დაკავშირებით, დაგეგმილი გვაქვს ხელშეკრულებების გადახედვა. გადახედვის და გაცნობის შემდეგ გვეცოდინება კონკრეტული მიმართულებები, რა შეიცვლება. თუმცა, ყველა მოქმედება იქნება მოსახლეობაზე და თბილისის კეთილდღეობაზე მორგებული“, – განაცხადა ბენდელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები