საქართველოს საგარეო უწყება ირანსა და ერაყში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში მომხდარ მძლავრ მიწისძვრასთან დაკავშირებით, ღრმა მწუხარებას გამოხატავს., მიწისძვრამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, გამოიწვია ნგრევა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაშავდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ირანელ და ერაყელ ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები