რა იშვიათი დაავადება დაუდგინეს კობა დავითაშვილს და რას აცხადებს პოლიტიკოსი – “დაავადება მე-4 სტადიაშია“

კობა დავითაშვილს მაანკილოზებელი სპონდილიტი, ანუ ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. პოლიტიკოსმა მძიმე დაავადების შესახებ  გაზეთ „ალიასთან“ ისაუბრა.

„ეს დაავადება საკმაოდ იშვიათია, ძალიან გავრცელებული არ არის, არც ბოლომდე შესწავლილი არ არის და არც ბოლომდე იკურნება, ეს არის აუტონომიური დაავადება, როდესაც შენივე იმუნური სისტემა, რომელიც სხვა დაავადებებს უნდა ებრძოლოს, ებრძვის შენივე ორგანიზმს. ამ დაავადების დიაგნოზირება საკმაოდ რთულია და სანამ არ გამოიკვეთება ნიშნები, უჭირთ დიაგნოზირება, ამ დაავადების იშვიათობის გამო და იმის გამოც, რომ სისხლის ანალიზისა და/ან სხვა რაიმე ფორმით მისი აღდგენა ძნელია. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზია ან ტრავმა, ან ინფექცია. ჩემს შემთხვევაში მიზეზი ტრავმა გახდა. როგორც წესი, ამ დაავადების გამოვლენა ხდება საშუალოდ 10 წელიწადში. ასე, რომ 2007 წლის 7 ნოემბრიდან ზუსტად 10 წელი გავიდა და, შესაბამისად, ამ დაავადებამ 10 წლის შემდეგ იჩინა თავი. დარტყმის შედეგად კისრის მალებში ორი ხრტილის ჩავარდანა მოხდა, ამ მომენტში ჩემმა ორგანიზმმა აღიქვა, როგორც უცხო სხეული, თითქოს რაღაც შემერჭო და დაუწყო ბრძოლა, ახლა უკვე მთელი ხერხემლის ანთება მაქვს. უსიამოვნო რაც ახლავს, ეს არის, ფეხებიდან იწყება და ზევით ამოდის სპაზმი, ახლა ფეხებს ვერ ვგრძნობ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ოჩოფეხებზე ვდგავარ და ეს სპაზმთან ერთად ხელს მიშლის სიარულში და ძნელად დავდივარ. თუმცა, მოძრაობა სავალდებულოა, რადგან, თუ გაჩერდი, მთლიანად გაშეშდები“,- აცხადებს გამოცემასთან საუბარში დეპუტატი.

კობა დავითაშვილის თქმით, მისი დაავადება არ იკურნება. ახლა კი მკურნალობის ამოცანაა შემსუბუქდეს ტკივილები, რომ სიარული უფრო უკეთესად შეძლოს.

„მთავარია უფრო უკეთესად შევძლო სიარული. მთავარი ამოცანაა ის, რომ ვითარება უფრო არ გაუარესდეს. გაუმჯობესება შეუძლებელია, წარმოიდგინეთ, რომ ჩემი ხერხემალი ბამბუკის რტოდ არის ქცეული. დაავადება მე-4 სტადიაშია, უფრო ადრე რომ გამოვლენილიყო, შესაძლოა, უკეთესად წასულიყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა მთავარია შევინარჩუნო ეს მდგომარეობა. მკურნალობის კურსის გასავლელად დაფინანსება დამჭირდა, მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და დამაფინანსეს, ორი კვირის განმავლობაში მკურნალობის კურსს გავდივარ ტკივილის მართვის ცენტრში, რომელსაც შალვა გადაბიძე ხელმძღვანელობს, რაც ძალიან დამეხმარა, ამაზე უარესად ვიყავი, ღამე ტკივილებისგან არ მეძინა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ჩემი მეუღლე, ორჯერ კიბეებზე წავიქეცი, მეზობლებიც შევაწუხე და ეს ცენტრი ძალიან დამეხმარა, ტკივილები შემიმსუბუქდა და უფრო მოძრავი გავხდი“,- ამბობს კობა დავითაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები