გია გაჩეჩილაძე: გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაუქმდება
გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაუქმდება- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ ”ქართული ოცნების” ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დანარჩენზე ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.
”გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაუქმდება. მე ვარ ფრაქციის თავმჯდომარე და ჩემი ინტერესია გარემოს დაცვის სისტემა განვითარდეს. ამ თემაზე გვქონდა საუბარი. ყველაფერი კარგად იქნება და ხვალ პრემიერ-მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას. ხვალ კონცეპტუალური შემოთავაზება იქნება პრემიერისგან, რის შემდეგაც მოხდება პარლამენტში განხილვები”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ” ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, სავარაუდოდ, დაგეგმილ საკადრო ცვლილებები გააცნო.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ბრიფინგს ხვალ, 11:00 საათზე გამართავს.