იან კელი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით: ხვალინდელ დღეს ჩვენც ინტერესით ველით
საელჩო მზად არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ველოდებით ხვალინდელ დღეს უფრო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან, ასე რომ ხვალინდელ დღეს ჩვენც ინტერესით ველით”, – განაცხადა იან კელიმ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 11:00 საათზე, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.