გია გაჩეჩილაძე: გარემოს დაცვის სამინისტრო არ უნდა გაუქმდეს

გარემოს დაცვის სამინისტრო არ უნდა გაუქმდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან საპარლამენტო უმრავლესობის თათბირის დაწყებამდე განაცხადა.
ის მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა. როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, მას ამ დროისთვის არ აქვს დამატებითი ინფორმაცია, თუ რა ცვლილებებზეა საუბარი. თუმცა, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ის შეეწინააღმდეგება გარემოს დაცვის სამინიტროს გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი წინადადება გაჟღერდება შეხვედრაზე.
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის სხდომა გაიმართება. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების განხილვის მთავარი თემა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები