ოთარ დანელია: რაც უფრო ადრე გაკეთდება ოპტიმიზაციები, მით უკეთესია

რაც უფრო ადრე გაკეთდება ოპტიმიზაციები, მით უკეთესია, რადგან ჩვენ წინ უკვე გვაქვს მომდევნო რამდენიმე წლის თავისუფალი პოლიტიკური სივრცე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ დანელიამ ”ქართული ოცნების” ოფისში მმართველი გუნდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დანელია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა. „მნიშვნელოვანი პერიოდი საარჩევნო პროცესების დასრულებულია. ყოველთვის დროულია, რაც უფრო ადრე გაკეთდება ასეთი ოპტიმიზაციები და მიდგომები, რადგან ჩვენ უკვე წინ გვაქვს მომდევნო რამდენიმე წლის თავისუფალი პოლიტიკური სივრცე. აქედან გამომდინარე ეს უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა ოთარ დანელიამ. “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის სხდომა გაიმართება. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების განხილვის მთავარი თემა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები