თამარ ჩუგოშვილი: ბიუროკრატიის შემცირება მთავრობის პრიორიტეტია

ბიუროკრატიის შემცირება მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ხარჯების მაქსიმალურად შემცირება და ეფექტურობის გაზრდა მთავრობის საქმიანობაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან საპარლამენტო უმრავლესობის თათბირის დაწყებამდე განაცხადა.
თამარ ჩუგოშვილის მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.
“მთავრობის პრიორიტეტია ხარჯის მაქსიმალურად ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაზრდა. ვეთანხმებით ოპტიმიზაციას, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე მთავრობის შიდა სტრუქტურული და საკადრო გადაადგილების ცვლილებას”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები