რუსთავის გზაზე ქორწილის ექსკორტი ავარიაში მოყვა- არიან დაშავებულები

რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ლადა”-ს და “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულები ქორწილის ექსკორტის მონაწილეები არიან.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები