კახეთის რეგიონში საშემოდგომო თესვის სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში საშემოდგომო თესვის სამუშაოებში შპს „მექანიზატორის“ გურჯაანის სერვისცენტრის ტექნიკა ჩაერთო.
სამუშაოების ჩასატარებლად 45 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის ტექნიკა სრულად ჩაერთვება თესვის სამუშაოებში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, გურჯაანის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით 2,000 ჰექტარ მიწის ფართობზე უკვე დაითესა თავთავიანი კულტურა (ხორბალი, ქერი).
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 20 ჰექტარ მიწის ფართობზე 2 ერთეული ტრაქტორით ხორბალი უკვე დათესილია.
გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „მექანიზატორი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.