სამცხე-ჯავახეთში სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია

სამცხე-ჯავახეთში სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.  პროექტის ფარგლებში სრული  რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურს, შეიცვალა 6 ერთეული ფარი, გაკეთდა 4 ერთეული ახალი ტუმბო-აგრეგატი, ასევე, გარემონტდა წყალაღების კვანძი.

მიმდინარე  სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის 3 სოფლის – დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას 1384  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, გაუმჯობესდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფის რეჟიმი.

პროექტს   შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. მისი  ღირებულება 550 000 ლარს შეადგენს.

2014 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  14 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი  6741 ჰექტრამდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები