თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, სამგორის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიის, სამგორი-I დასახლების, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოლოლაკის ხევის, კომკავშირის ხეივნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბოტანიკის, პუშკინის, ვაჩნაძის, ასათიანის, ბარათაშვილის, გუდიაშვილის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, კალანდაძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს. ამავე რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ზემო ვაკის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჩიქობავას და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით კი, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის მოედნის, ნინო ჩხეიძის, თოიძის, წმინდა ნიკოლოზის, ბუხაიძის, გორკის და ციმაკურიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის, ფეიქართა და ანდრონიკაშილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, დავით სარაჯიშვილის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღომის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დიდი დიღმი III მიკრორაიონის ნაკვეთების, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნი და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და გიორგი წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები