ცესკო: 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე სოლიდური დაფინანსება ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო

ცესკოს ინფორმაციით, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე სოლიდური დაფინანსება ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო.
მათივე მონაცემებით, ”ნაციონალურ მოძრაობას” დაფინანსების ოდენობით ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” მოჰყვება და მხოლოდ მესამე ადგილზეა პარტია ”ქართული ოცნება”.
უფრო კონკრეტულად, ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები ასეთია: – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 2 526 395 ლარი, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 1 470 484 ლარი, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 1 029 798 ლარი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსებას 20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი იღებს. პარტიების დაფინანსების ოდენობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განისაზღვრება.
21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თამარ ჟვანია ახალ განკარგულებას უახლოეს მომავალში გამოსცემს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები