ავტომობილი მძღოლის გარეშე უკვე გამოსცადეს

„მომავლის“ ავტომობილი, რომელმაც შეიძლება დიდი გადატრიალება მოახდინოს საავტომობილო ინდუსტრიაში უკვე შეიქმნა.
მიკროავტობუსი, რომელსაც მძღოლი არ სჭირდება, გუშინ ლოს -ანჯელესში გამოსცადეს.
მაღალხარისხიანი მგრძნობელობისა და დღე-ღამის ხედვის სენსორმა დიდი ეფექტი მოახდინა, „მომავლის ავტომობილმა” ხედვის სენსორის დახმარებით, საჭირო დროს მოახდინა მანქანის გაჩერება, რადგან იგი ქალაქში მოძრავ სატვირთოს ეჯახებოდა, თუმცა სატვირთოს მძღოლს მუხრუჭებმა უმტყუნა და შეჯახება მოხდა.
ლოს -ანჯელესში განაცხადეს, რომ მსგავსი ინციდენტი არ მოხდებოდა თუ სატვირთოც მსგავსი სენსორებით იქნებოდა აღჭურვილი.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მომავლის“ ავტომობილის დიზაინი, ჩვეულებრივი ავტომობილებისგან დიდად არ განსხვავდება, მძღოლს შეუძლია უკანა სავარძელზე განთავსდეს და დანიშნულების ადგილამდე ისე მივიდეს, რომ საჭეს არც კი შეეხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები