54-ე საჯარო სკოლაში ედუარდ კურტისის ფოტოგამოფენა გაიმართა

თბილისის  54-ე საჯარო სკოლაში  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით,   ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხისა და 54-ე სკოლის ორგანიზებით , ცნობილი ფოტოგრაფის და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილია  ედუარდ კურტისის მიერ გადაღებული ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ფოტოები და პოსტერები; გამოფენამ ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამერიკული კუთხის კოორდინატორმა  ნათელა ურუშაძემ პროექტის მნიშვნელობაზე  ისაუბრა  და აღნიშნა, რომ კუთხის აქტივობები, პროექტები ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება.

სკოლის  დირექტორმა  ქეთევან ჩოქურმა არაფორმალური განათლების, სასწავლო პროცესში ამგვარი ღონისძიებების  როლზე და მომავალი  თაობის აღზრდის საქმეში ყურადღება გაამახვილა.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციების კურატორმა სალომე ფაჩუაშვილმა წარმოადგინა  პრეზენტაცია – ლექცია:  „ედუარდ კურტისი და ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები“.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებამ ქართული მუზეუმების ხელშეწყობის მიზნით, ამერიკაში მუზეუმის ქართველი თანამშრომლების ტრენინგი  და საქართველოში ედუარდ კურტისის გამოფენა დააფინანსა. სექტემბრის თვიდან, გამოფენები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება: ამერიკულ კუთხეებში, მუზეუმებში და  ა.შ.

 ქართველი  კურატორები გამოფენებს ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით აწყობენ.  ედუარდ კურტისის  ნამუშევრები ჩრდილოეთ ამერიკის  მკვიდრ მოსახლეობას  ასახავს. 30 წლის განმავლობაში ხელოვანი  ექსპედიციებში  ინტერვიუებს  იწერდა,  გადაიღო 40 000-ზე მეტი ფოტო, რითაც  80-ზე მეტი მკვიდრი ამერიკული ტომის მრავალფეროვანი და მდიდარი კულტურა, ეთნოგრაფია, პორტრეტები შემოგვინახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები