საქართველოს პარლამენტის წევრებმა ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრეს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტის წევრები სამების საკათედრო ტაძარში, ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. დეპუტატებმა ქართველი პოეტის და  ყოფილი კოლეგის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს.

„ჯანსუღ ჩარკვიანის სახით ჩვენ დიდი პიროვნება და შემოქმედი დავკარგეთ. 17 წლის ასაკიდან, თითქმის 70 წლის მანძილზე, მისდამი უდიდესი სიყვარული ჰქონდა გამოხატული ქართველ ერს. მისი დამსახურება არა ერთი სახელმწიფო ჯილდოთი თუ ლიტერატურული პრემიით არის აღნიშნული. საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა მივუსამძიმრო ბატონი ჯანსუღის ოჯახს და მის თითოეულ გულშემატკივარს”, – აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

ჯანსუღ ჩარკვიანი 1992- 2004 წლამდე სამი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.

ქართველი პოეტი 86 წლის ასაკში, 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები