სამართალდამცავებმა გიორგი როყვა იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გიორგი როყვა იპოვეს.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, გიორგი როყვა, რომელიც ორი დღის განმავლობაში იყო გაუჩინარებული, ცოცხალი და უვნებელია. იგი შს გურიის შს სამმართველოშია გადაყვანილი და მიმდინარეობს სამართალდამცველებთან გასაუბრება.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი როყვა ორი დღის წინ გაუჩინარდა.
იგი არც სამსახურში ცხადდებოდა და მობილური ტელეფონიც გამორთული ჰქონდა.
კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბში, სადაც მეორე ტურისთვის ემზადებიან, განმარტავენ, რომ გიორგი როყვას “ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდამჭერები ემუქრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები