„ნატახტარი“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადვოკატობის კამპანიას რეგიონებში აგრძელებენ

კომპანია „ნატახტარი“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადვოკატობის კამპანიას რეგიონებში აგრძელებენ.

ორი კვირის განმავლობაში რეგიონულ ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსიები გაიმართება
9-17 ნოემბერს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები 10-მდე სხვადასხვა რეგიონულ ცენტრში მოეწყობა. რეგიონულ ცენტრებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე ფონდი „ნატახტარი“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს: თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებულ პროგრამას წარუდგნენ.პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყობა ახალი პროგრამისა და მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვა.
შეხვედრები შემდეგი გრაფიკით გაიმართება:
თარიღი საათი ქალაქი
9 ნოემბერი 11:00-12:00 გორი
16:00-17:00 ახალციხე
10 ნოემბერი 11:00-13:00 თელავი
15 ნოემბერი 16:00-17:00 რუსთავი
16 ნოემბერი 11:00-13:00 ქუთაისი
16:00-17:00 ოზურგეთი
17 ნოემბერი 11:00-13:00 ბათუმი
18 ნოემბერი 11:00-13:00 ზუგდიდი

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.
2017 წლისივლისის დასაწყისში კომპანია „ნატახტარსა“ და „კოალიციაბავშვებისადაახალგაზრდებისათვის“ შორისთანამშრომლობისმემორანდუმიგაფორმდა, რომლის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერაწარმოადგენდა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები