დავით ნარმანია: დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის “ახალი ტფილისის“ ფარგლებში 30 მლნ ლარამდე დაიხარჯა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის, “ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 30 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
როგორც დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა და აქედან 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
გარდა ამისა, დავით ნარმანიას ინფორმაციით, განხორციელდა სხვა მსხვილი არეალების რეაბილიტაციაც, როგორიცაა ღვინის აღმართი, ზემო კალა.
სამი ისტორიული სადარბაზო პირვანდელი სახით აღდგა და პროექტის ფარგლებში მოეწყო 4 სარეკრეაციო ზონა, რეაბილიტირდა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები