პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პრეზიდენტებმა პოლონეთის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები