საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატებს პროფესიული დღეს მიულოცა

საქართველოს პრეზოიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„ადვოკატთა ასოციაციას და თითოეულ ადვოკატს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარება შეუძლებელია ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადვოკატთა კორპუსის გარეშე.
ადვოკატის თავისუფალ პროფესიას თავისუფალი ადამიანები ემსახურებიან. ეს ფაქტი ამ პროფესიის განსაკუთრებული ხიბლი, პატივი და, ამავე დროს, პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია ვითარდება და აქტიური სამოქალაქო პოზიციებით გამორჩეული ინსტიტუტია.

მე გავაგრძელებ ამ ინსტიტუტის მხარდაჭერას იმ რწმენით და იმედით, რომ ძლიერი ადვოკატთა კორპუსი იმის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უფლება სათანადოდ იყოს დაცული. მჯერა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რაც დანერგა ადვოკატთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა შენარჩუნდება და გაძლიერდება“,- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები