ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს პირველობაზე წარმატება მოიპოვა

იტალიის დედაქალაქი რომი 7-12 ნოემბერს პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობას მასპინძლობს, სადაც მედლებისთვის ქართველი სპორტსმენებიც იბრძვიან.

 საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა იტალიაში წარმატებით იასპარეზა და ბ-ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რომში მიმდინარე გათამაშებაში, პარასპორტსმენმა ჯგუფში  ბერძენი, ფრანგი, იტალიელი და უკრაინელი სპორტსმენები დაამარცხა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ნახევარფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში, პოლონელ მოფარიკავეს იადვიგ პაჩეკს 15-6 მოუგო. ასევე პოლონელი პატრისია ჰარეზა კი ნახევარფინალში 15-10 დაამარცხა. ფინალში, ირმა ხეცურიანი ტაილანდელ სპორტსმენს შეხვდა და დამაჯერებელი ანგარიშით 15-10 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ირმა ხეცურიანი, კომპანია BP-ის ელჩია საქართველოში და წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა სართაშორისო ტურნირებზე – წელს ხეცურიანმა მსოფლიოს თასის ეტაპებზე და საერთაშორისო ტურნირებზე არაერთი მედალი მოიპოვა. დღეს, 8 ნოემბერს, ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში ბ-კატეგორიაში იასპარეზებს, ა-კატეგორიაში კი მედლისთვის ახალგაზრდებს შორის მოქმედი ჩემპიონი, ნინა თიბილაშვილი იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები