ჭიათურა-პერევისას საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმერეთის რეგიონში გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭიათურა – პერევისა – სვერი – თვალუეთი – გეზრულის საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღნიშნული გზა იწყება ჭიათურიდან და გადის ორ სოფელს შუქრუთისა და პერევისას. ამ დროისათვის, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი.

აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. გზის ასფალტ-ბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებული და ზოგიერთ მონაკვეთზე ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ვერ უზრუნველყოფდა.

პროექტი  ხელოვნური ნაგებობების, მილების, კიუვეტების, გაბიონების, საფუძვლისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე,  გაკეთდება ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ეზოში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 573 700 ლარია. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები