კახა კალაძე: კეთილი ინებოს “ყვითელი მარშუტკების” კომპანიის ხელმძღვანელობამ და რეგულაციები აღასრულოს

„კეთილი ინებოს კომპანიამაც და მისმა ხელმძღვანელობამაც და „ყვითელ მარშუტკებში“ ის რეგულაციები, რაც არის, აღასრულოს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება.
კალაძემ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას მოუწოდა, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
„ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან უამრავი ადამიანი მგზავრობს ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსით, მას ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ვეღარ იქნება და აღარ იქნება. ეს დასრულდება. კეთილი ინებოს კომპანიამაც და მისმა ხელმძღვანელობამაც და ის რეგულაციები, რაც არის, აღასრულოს. მე რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მექნება შეხვედრები და კონკრეტულ ხედვებს გავაჟღერებ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები