გიგი უგულავა: მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი

“მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ” – ასე ეხმაურება თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გოგა ონიანის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება – წერტილი. გოგას “კმარას” დროიდან ვიცნობ და ვიცი გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს.
მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა – პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ “რაზბორკაში” გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ!პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა ბოლოში თავისიან სხვისიანად მას უბრახუნებდა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, პირდაპირ გეუბნებით, ის დღეს თავისუფალი იქნებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გოგა ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.
ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 5 -წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
სამართალდამცველებმა გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
როგორც ბრალდებული აცხადებდა, ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება – მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები