პარლამენტში შავი ზღვის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა  და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს შავი ზღვის ეკოლოგიური  შესახებ ინფორმაცია გააცნო.

პროექტის „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“ ფარგლებში, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ. პირველი კვლევა 2016 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც 12  სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა.

2016-2017 წლებში ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ,  შავ ზღვაში აღებული იქნა 8000-მდე  სინჯი. სინჯების დიდი ნაწილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში დამუშავდა. სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა შავი ზღვის ფსკერი და მისი ბიომრავალფეროვნება. კვლევები 20 მეტრ სიღრმეზე განხორციელდა. პირველად უცხოელი სპეციალისტების მიერ საქართველოს წყლებში არსებული უნიკალური კადრების გადაღება წყალქვეშა გადაღება განხორციელდა. სამეცნიერო ექსპედიციის დროს  უნიკალური თევზის სახეობები და  მიკრობები იქნა აღმოჩენილი.

პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და   არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები