25 წლის შემდეგ, მწვანე კონცხზე, ახალი საბაგირო გზა მოეწყობა

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექს აშენებს. პროექტი უპრეცედენტოა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იგი საბაგირო გზით დააკავშირებს მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს, კომპლექსი მოიცავს ყველა იმ ატრიბუტს რაც ახასიათებს უმაღლესი დონის საერთაშორისო სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ცენტრებს.
25 წელზე მეტია, რაც მწვანე კონცხზე 80-იან წლებში მოწყობილი ღია სავარძლიანი საბაგირო გზა დანგრეულია და აღარ ფუნქციონირებს. ჩვენი კომპლექსის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტის გერმანული კომპანია, დოპელმაიერის მიერ მოეწყობა ახალი, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან, რამდენიმე წუთში აღმოჩნდება მწვანე კონცხზე. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყობა კაფე-რესტორანი და საცუარაო აუზი.
სასტუმრო კომპლექსში იფუნქციონირებს, სხვადასხვა კატეგორიის 250მდე ოთახი, ღია და დახურული აუზები, ფეხბურთის, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კინო-თეატრი. ამას გარდა სასტუმრო უმასპინძლებს ნებისმიერი ფორმატის საერთაშორისო კონფერენციას.
სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
სამკურნალო-გამჯანსაღებელი კომპლექსი, დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახურება, რაც თავის მხრივ ინტენსიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
პროექტისთვის საჭირო მიწის ფართობი კომპანიამ შეიძინა საბაზრო ფასად, კომპლექსის მიმდებარე სანაპირო ზოლი, როგორც დაგეგმილი იყო, იქნება ღია და საზოგადოებრივი დანიშნულების.
ტურიზმის განვითარების ფონდის ყველა სხვა პროექტის ანალოგიურად, მწვანე კონცხის პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი რესურსებისა და უპირატესობების განვითარებას და მას ახალ მიზიდულობის ცენტრად აქცევს.
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი დაფუძნებულ იქნა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ და მიზნად ისახავს, ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკურ განვითარებას გრძელვადიანი ინვესტიციებით. ამჟამად ხორციელდება 8 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 680 მილიონ დოლარს აჭარბებს. რვავე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და მათში ჯამურად უკვე ინვესტირებულია 400 მლნ ლარზე მეტი. ამ მასშტაბური პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ჯამურად საქმდება 20 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს გაუტოლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები