“მაგთიკომი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

კომპანია “მაგთიკომი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა”უცვლელად გთავაზობთ:
“გასული ორი კვირის განმავლობაში, მაგთიკომის ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე
უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერ შეტევა.
მაგთიკომის ქსელი საკმაოდ დაცულია და კიბერ შეტევის ნიშნების დაფიქსირებისთანავე,
კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მექანიზმები.
მაგთიკომის აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან
წვდომა და, ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი.
კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერ
შეტევები. ამ მომენტისთვის მაგთიკომისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო
შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება
ინტერნეტსერვისი.
რამდენადაც კიბერ შეტევები მხოლოდ მაგთიკომის ქსელზე განხორციელდა, არსებობს
ეჭვი, რომ საქმე გვაქვს განზრახ ზიანის მიყენების და იმიჯის შელახვის მცდელობასთან.
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები