რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები