ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში, უდანაშაულოდ ცნობილ საქართველოს მოქალაქეს, კომპენსაციის სახით 6 720 ევროს გადაუხდიან

ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, 26 წლის მამაკაცი საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა. ის 448 დღის განმავლობაში იყო დაპატიმრებული.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სასამართლოს დადგენილებით, ციხეში გატარებული თითო დღის სანაცვლოდ მას 15 ევრო უნდა გადაუხადონ, რაც ჯამში 6 720 ევროს შეადგენს.
54 წლის არქიმანდრიტი 2014 წლის თებერვალში მოკლეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი ვალის გამო მოკლეს და დამნაშავეთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები