“ანტვერპენის“ 17 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბის „ანტვერპენის“ ახალგაზრდული გუნდის 17 წლის მოთამაშე ჯოელ ლობანზო ვარჯიშის დროს, მოედანზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიკოსები მის რეანიმაციას მოედანზევე შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების ჩარევის მიუხედავად, მოგვიანებით, ფეხბურთელს გული გაუჩერდა.
ასევე, კლუბმა განაცხადა, რომ ტრაგიკული ინციდენტის თვითმხილველები ათობით ადამიანი გახდა, მათ შორის იყვნენ კლუბის წევრები, პერსონალი და ტრენერები. „ანტვერპენის“ პრესსამსახური ხაზს უსვამს, რომ მთელი გუნდი ფეხბურთელის დაღუპვის გამო შოკირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები