ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დასახელდა

„ფორსბმა“ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ყოველწლიური რეიტინგის ლიდერად დაასახელა. ეს პოზიცია კანლერს 2016 და 2015 წლებშიც ეკავა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, რომელიც პოლიტიკაში მისი მიღწევების და „ბრექსითის“ პროცედურების გავლის წყალობით, ამ რეიტინგში წელს პირველად მოხვდა.
რეიტინგის მესამე ადგილს მილიარდერ ბილი გეიტსის მეუღლე მელინდა გეითსი იკავებს, რომელმაც ერთ წელიწადში ქმართან ერთად გრანტებზე 40 მილიარდი დოლარი გამოყო. მეოთხე ადგილზე „ფეისბუქის“ ოპერაციული დირექტორი შერილ სანდბერგია, მეხუთე ადგილს კი „ჯენერალ მოტორსის“ გენერალური დირექტორი მერი ბარა ისაკუთრებს.
წელს, ჰილარი კლინტონმა რეიტინგში 65 პოზიცია დაკარგა და სიის 67-ე ადგილზე აღმოჩნდა. შარშან კლინტონს სიის მეორე ადგილი ეკავა. სიაში ასევე მოხვდნენ მსოფლიო შოუბიზნესის წარმომადგენლებიც. მომღერალმა ბიონსემ დაიკავა 50-ე ადგილი, ხოლო ტეილორ ვიფტმა 85-ე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები