რუსეთის 2 მოქალაქე ტრეფიკინგით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს

ინტერპოლის თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის ბრალდებით, რუსეთის ორი მოქალაქე, დააკავეს.
სამართალდამცავებმა გამოიძიეს, რომ 2011 წლიდან 2016 წლამდე, დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი 28 -დან 32- წლამდე ასაკის ქალბატონების ჯგუფებს აკომპლექტებდნენ და შემდეგ ჩელიაბინსკიდან ბაჰრეინისკენ, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით გზავნიდნენ.
დამნაშავეებს შემდეგნაირი გეგმა ჰქონდათ, ისინი მსხვერპლებს პასპორტებს ართმევდნენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და უკანონოდ გადაჰყავდათ საზღვარზე, სადაც მათ პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდნენ.
როგორც ცნობილია, უდმურტის ტერიტორიაზე დააკავეს ტრეფიკინგით მოვაჭრე 4 დამნაშავე, ორი მათგანი ციხეში გადაიყვანეს, დანარჩენ ორს კი შიდა პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები