რუსეთში, სათამაშოებში მოთავსებული 100 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო, რომელიც, ქვეყანაში ძირითადად სამი სახელმწიფოდან (ბელგია, ჰოლანდია, გერმანია) შედიოდა. ნარკოტიკული საშუალებები მოთავსებული იყო საბავშვო სათამაშოებში.
კონტრაბანდა რუსეთში, ევროპიდან ურალისა და ვოლგის გავლით შედიოდა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი „კოკაინი, ექსტაზი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ელესდე, მარიხუანა და ჰაშიში.
დაკავებულია ქალაქ ჩელიაბისნკის მცხოვრები, რომელიც 10 კილოგრამამდე ნარკოტიკულ საშუალებებს ავრცელებდა სხვადასხვა ქალაქებში (ტოლიატი, უფა, ორენბურგი). სულ დაკავებულია 3 ნარკომოვაჭრე.
მათ მიმართ 47 სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
ერთ-ერთ ნარკორეალიზატორს ქალაქ როსტოვში, მიწისქვეშა ლაბორატორია ჰქონდა გახსნილი, სადაც ხდებოდა ნარკოტიკის წარმოება და შემდეგ მისი რეალიზაცია, პოლიციამ ლაბორატორიაში 20 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები