რამზან კადიროვი ამინა ოკუევას მკვლელობაში უკრაინის სპეცსამსახურების კვალს ხედავს

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზა კადიროვმა განაცხადა, რომ ამინა ოკუევას ლიკვიდაციის უკან უკრაინული სპეცსამსახურები დგანან.
„არ არის საჭირო დათვის კვალის ძებნა, როცა დათვი შენს წინ დგას! კიევში ძალიან კარგად იციან, რომ ნიკიფოროვა (ოკუევა) უმოწყალოდ ჩაცხრილეს მისსავე მშობლიურმა სპეცსამსახურებმა. ტარას ბულბას პერეფრაზს თუ გავაკეთებთ, ვინც შობა, იმანვე მოკლა.“
კადიროვის თქმით, კიევში ერთდროულად სამი კურდღლის მოშორება სურდათ. მას მიაჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა „საკუთარი ბანდიტი“ მოეშორებინა, „დასავლელი პატრონების“ ყურადღები გადაეტანა ანტისახელისუფლებლო მიტინგებიდან და ასევე ეს იყო მცდელობა კიდევ ერთხელ დაებრალებინათ საკუთარი პრობლემები რუსეთისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები