როდის გამოიდარებს და როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ხვალ, 2 ნოემბერს ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში გამოიდარებს და ნალექი შეწყდება. ხოლო, 3 ნოემბერს ღამით მინიმალური ტემოპერატურა დაიკლებს და შესაძლებელია ღამით ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში +1-+6 იყოს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ღამით -3 +2.
რაც შეეხება დღის მაქსიმალურ ტემპერატურას, 3 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15-დან 20 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 10-15 გრადუსი იქნება.
უნალექო და თბილი ამინდები საქართველოში კვირის ჩათვლით შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები